მძივები ახ.წ. 1-2 სს

კოლექციის შესახებ

გონიო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

შემთხვევით აღმოჩენ

ზომა: 1.2X1.2 სმ

ოქრო

ბიკონუსური, დიდი ზომის, ფუყე. შუა წელზე შემოუყვება ცვარას ორი რიგი, თითო - ბოლოში. დანარჩენი ზედაპირი დაფარულია ცვარათი შედგენილი სამკუთხედებით, რომბებით, ჯვრებით და ვარდულებით. მძივების ბოლოებზე მირჭილული აქვს მავთული, რომელსაც ცვარას სარტყელი შემოუყვება. მსგავსი სამკაულები აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოში, მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ თაგილონთან.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექცია ინვ. № 20110-18;

ბიბლიოგრაფია:

ლორთქიფანიძე ოთარ, მიქელაძე თეიმურაზ და ხახუტაიშვილ დავითი, გონიოს განძი, თბილისი, 1980: 65, სურ. 37.1, 38; კახიძე ამირან, შალიკაძე თამარ და ფარტენაძე თამარი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის განძი, კატალოგი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, 2015: 71, სურ. 95.

გაზიარება